ბიზნეს ეთიკა
პროკრედიტ ჯგუფის საერთო მისიის ნაწილია გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება იმ ფინანსურ სექტორებში, რომლებშიც ჩვენ ვსაქმიანობთ. ჩვენ გვსურს განსხვავებული ვიყოთ არა მარტო სამიზნე ჯგუფისა და ფინანსური მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, არამედ ასევე ბიზნეს ეთიკითაც. ამ მხრივ, ჩვენი მტკიცე კორპორაციული ღირებულებები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ შევიმუშავეთ ხუთი წამყვანი პრინციპი, რომლებიც წარმართავს პროკრედიტ ბანკების საქმიანობას:
პროკრედიტ ბანკის ღირებულებები ჩვენი კორპორაციული კულტურის ქვაკუთხედია და განიხილება და აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. უფრო მეტიც, ისინი აისახება ქცევის კოდექსში, რომელიც პროკრედიტ ჯგუფის ეთიკურ პრინციპებს გარდაქმნის პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ პროკრედიტ ბანკის ყველა თანამშრომლისათვის. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალ თანამშრომლებს სრულად ესმით ყველა ზემოთ განმარტებული პრინციპი, ახალი თანამშრომლებისთვის გაცნობითი ხასიათის ტრენინგში შედის ქცევის კოდექსისა და მისი მნიშვნელობისადმი მიძღვნილი საგანგებო სემინარები. ასევე, იმისათვის, რომ თანამშრომლები ჩვენი მორალური სტანდარტებისადმი ერთგულნი დარჩნენ და მუდმივად მიიღონ ინფორმაცია ისეთი ახალი საკითხებისა და მოვლენების შესახებ, რომელთაც მორალური დატვირთვა აქვს ჩვენს ორგანიზაციაში, არსებულ თანამშრომლებს მუდმივად უტარდებათ მოსამზადებელი სემინარები, რომლებზეც წარმოადგენენ სიტუაციურ თამაშებს და განიხილავენ საორჭოფო საკითხებს.
ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საკრედიტო განაცხადების შეფასებისას საგანგებო ყურადღება მიექცეს ეთიკურ ბიზნეს საქმიანობასთან შესაბამისობას. კრედიტები არ გაიცემა საწარმოებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი სახიფათო ან მორალურად საზიანო საქმიანობით, განსაკუთრებით, ბავშვთა ექსპლუატაციით არიან დაკავებული.
ჩვენი ინსტიტუტის უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მეორე ასპექტია საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო მეთოდებითა და პროცედურებით მუდმივი სარგებლობა, რათა არ დავუშვათ ჩვენი გამოყენება ფულის “გათეთრების” ან ისეთი სხვა არალეგალური საქმიანობის საშუალებად, როგორიცაა ტერორიზმის დაფინანსება. ასეთ შემთხვევაში მთავარია, “იცნობდე შენს კლიენტს” და ამ პრინციპის თანახმად, ჩაატარო ჯანსაღი ანალიზი და აკმაყოფილებდე მიღებულ დებულებებს. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და თაღლითობის თავიდან აცილების პოლიტიკა ითვალისწინებს მუდმივ განახლებას და ხორციელდება სრული ჯგუფის ჩართულობით, რათა ვუზრუნველყოთ ადგილობრივი და საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების შესაბამისობა.
გარემოს დაცვის სტანდარტები
პროკრედიტის ჯგუფში შემავალი ბანკები, დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და გამოყოფენ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართულ სამ ძირითად მიდგომას
ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და გარემოზე ზემოქმედების გასაცნობიერებლად პროკრედიტ ბანკი საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის მაგალითია ახალი სათავო ოფისიც. მშენებლობისთვის გამოყენებული ყველა მასალა აკმაყოფილებს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნებს. გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, როგორიცაა სპეციალური ენერგოეფექტური მინა. შენობის პროექტი ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ გამოყენებას ითვალისწინებს, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს.
გარემოზე დადებითი ზემოქმედების გაზრდის მიზნით შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე - პარკში, არსებულ ხეებთან ერთად იგეგმება ახალი ხეების დარგვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვითი საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ტრენინგებისა, რომლებიც პერიოდულად უტარდებათ პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებს ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა:
სამი ფილიალი, რომელმაც ყველაზე ეფექტურად მოიხმარა ელექტროენერგია დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.
პროკრედიტ ბანკი საქართველოს ახალი მიდგომა ითვალისწინებს საკრედიტო პორტფელის შეფასებას ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებით. ყველა ეკონომიკური ქმედების ღრმა ანალიზს, იმ საწარმოების სასესხო განაცხადების უარყოფას, რომელთა საქმიანობაც გარემოსთვის საფრთხის მატარებელია. სესხის დამტკიცებისას გარემოს დაცვით საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ბანკი ცდილობს კლიენტების ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით.
აკრძალულ სოციალურ და ეკოლოგიურ საქმიანობათა ჩამონათვალი (PDF)
პროკრედიტ ბანკი საქართველო მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვით. 2012 წლისათვის ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე დაფინანსების“ პროგრამა - რაც გულისხმობს ფიზიკური პირებისა და საწარმოებისთვის ენერგოეფექტური სესხების გაცემას. არსებული ინიციატივა აგრეთვე ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკისა და მომსახურების მომწოდებელთან და მათ დაკავშირებას პოტენციურ კლიენტებთან. ახალი მიდგომით და ენერგოეფექტური საშუალებების დაფინანსებით ბანკი ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. იგივე მიზნით პროკრედიტ ბანკი 2011 წლის ზაფხულში ჩართული იყო ადგილობრივ გარემოსდაცვით პროექტებში.
ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცა 20,000 ამერიკული დოლარი ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პროკრედიტ ბანკი საქართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ნაკრძალის დასუფთავებაში და გადასცეს ნაკრძალს 60 კონტეინერი, სლოგანით „გიყვარდეს ბუნება და შეინარჩუნე იგი სუფთად“.