ᲥᲐᲚᲘ ᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

ფინანსური უპირატესობები:

  • საპროცენტო განაკვეთი:  სტანდარტულს -0.5%

  • გაცემის განახევრებული საკომისიო

  • გირაო: სტანდარტულს -20%

  • ბიზნესის მომსახურე პაკეტით სარგებლობა განახევრებული ტარიფით

 

image

პროგრამა პროკრედიტ ბანკის, ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს.

 

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲨᲘ ᲩᲐᲡᲐᲠᲗᲐᲕᲐᲓ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲐ

  • კომპანიებს, რომელთა დირექტორთა საბჭოს 50% ან მეტი ქალი დირექტორებისგან შედგება
  • ბიზნესებს, რომელთა დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს, წლიური ბრუნვა - 50 მილიონ ევროს, ხოლო საბალანსო კაპიტალი - 43 მილიონ ევროს.



slide-image

ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

  • სესხის ვადა: 5 წლამდე
  • სესხის ოდენობა: 2 მილიონ ევრომდე
  • ვალუტა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი


slide-image

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲠᲝᲑᲔᲑᲘᲐ

სტრატეგიულ ტრენინგებსა და ვორკშოპებში მონაწილეობა, თემებზე:


  • ლიდერობა და მართვა
  • ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია
  • ფინანსური მენეჯმენტი და სხვა.


ტრენინგების საშუალო ხანგრძლივობა 3-4 დღეა


slide-image

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

რა არის სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში გაიცემა?

სესხის მასიმალური ოდენობა 2 მილიონ ევრომდეა, დაფინანსების მიღება შესაძლებელია სამ ვალუტაში: ლარში, აშშ დოლარსა და ევროში

სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადა რამდენია?

ქალი მეწარმეების დაფინანსების პროექტში გაცემული სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელია

დაფინანსების სპეციალურ პირობებთან ერთად, სხვა ფინანსური უპირატესობებიც თუ მოქმედებს?

პროგრამის ფარგლებში, ასევე მოქმედებს თანადაფინანსება საკონსულტაციო სერვისებზე დიჯიტალიზაციის, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე სტრატეგიის, მარკეტინგული კომუნიკაციის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნესის ფუნქციონირების ყველა საჭირო მექანიზმის გასამართად, რაც კომპანიის სწორ და ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

როგორ ხდება პროგრამის არაფინანსური უპირატესობების გამოყენება, ტრენინგებსა და ვორქშოფებში ჩართვა?

პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე ქალებთისთვის, ტრენინგების ორგანიზება გარკვეული პერიოდულობით ხდება, რომლის თაობაზეც თქვენი ბიზნეს მრჩეველი წინასწარ დაგიკავშირდებათ.