ᲗᲣ ᲣᲙᲕᲔ ᲮᲐᲠ ᲞᲠᲝᲙᲠᲔᲓᲘᲢ ᲑᲐᲜᲙᲘᲡ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔ ᲡᲐᲡᲣᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲘᲗ

გაიარე იდენტიფიკაცია, სასურველი სერვისების მისაღებად

აღნიშნული იდენტიფიკაციის სერვისი შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მომსახურების მისაღებად როგორიცაა: ბარათის განბლოკვა, პოს ტერმინალზე პრე-ავტორიზაციის ფუნქციის გააქტიურება, უმოძრაო კლიენტის გააქტიურება და სხვა.

იდენტიფიკაცია

დაირეგისტრირე ინტერნეტ ბანკი

თუ გაქვთ ანგარიში პროკრედიტ ბანკში, მაგრამ ჯერ არ სარგებლობთ ინტერნეტ და მობაილ ბანკით, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და დაირეგისტრიროთ დისტანციურად.

ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია

შეცვალე ინტერნეტ ბანკის მონაცემები

განაცხადის შევსებისას, შემდეგი სერვისების მიღება შეგიძლიათ:

  • ტელეფონის ნომრის ცვლილება სმს კოდისთვის;
  • ტელეფონის ნომრის დამატება სმს კოდისთვის;
  • ძლიერი ავთენტიფიკაციის ნომრის ცვლილება;
  • ძლიერი ავთენტიფიკაციის ნომრის დამატება;
  • ძლიერი ავთენტიფიკაციის მეთოდის ცვლილება;
  • საგენერაციო მოწყობილობის ცვლილება;
  • ინტერნეტ ბანკის კოდური კითხვა-პასუხის ცვლილება;
  • ინტერნეტ ბანკის ელ.ფოსტის ცვლილება;
  • ინტერნეტ ბანკის პაროლის მიღების წყაროს ცვლილება;
  • ინტერნეტ ბანკის გააქტიურება.


ინტერნეტ ბანკის მონაცემების ცვლილება

შეავსე კითხვარი KYC

კითხვარით იცნობდე შენს კლიენტს, ბანკი მოიპოვებს და ადოკუმენტირებს ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ, იმისათვის, რომ შეაფასოს კლიენტის მიერ ფულის გათეთრების რისკები რისკზე დამყარებული მიდგომით.

KYC კითხვარი

განაახლე ბანკში დაფიქსირებული მონაცემები

თუ თქვენი ბანკში დაფიქსირებული მონაცემები შეიცვალა, მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ელ.ფოსტა, მონაცემების ცვლილება ონლაინ, განაცხადის შევსებით შეგიძლიათ.

საკონტაქტო მონაცემების ცვლილება

ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲘᲗ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ

იდენტიფიკაციის პროცესი, რამდენიმე წუთს მოიცავს:

  1. თანხმობის გვერდი. პროცესის დასაწყებად, ეთანხმებით ბანკის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
  2. იდენტიფიკაცია. იღებთ ე.წ „Self“ ფოტოს, ასევე ფოტოს და ვიდეოს უღებთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ საბუთს და ავსებთ განაცხადს.
  3. დადასტურება. ბოლო ეტაპზე, მობილურის ნომერზე სმს შეტყობინებით მიღებული კოდით ადასტურებთ შევსებულ განაცხადს.

ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გავლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, შემოსული განაცხადების დამუშავება კი სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათლით: 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე მიმდინარეობს.

ონლაინ იდენტიფიკაცია