შეამცირე იპოთეკური სესხის საპროცენტო ხარჯი.
განათავსე თანხა ოფსეტის ანგარიშზე და მისი ნაშთით ნაწილობრივ დააბალანსე სესხის პროცენტი.

ოფსეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, როგორც ახალ, ისე მიმდინარე იპოთეკურ სესხებზე.
ოფსეტის ანგარიშზე თანხის განთავსება და მისი განკარგვა შეუზღუდავია. ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია. მინიმალური ნაშთია 100 ერთეული.
ოფსეტის ანგარიში შეგიძლია გახსნა ლარში, აშშ დოლარში ან ევროში. ანგარიშის ვალუტა უნდა ემთხვეოდეს იპოთეკური სესხის ვალუტას.
ოფსეტის ფუნქციის აქტივაცია და ანგარიშის მომსახურება უფასოა. მისი გააქტიურება შეგიძლია ონლაინ, ინტერნეტ ან მობაილ ბანკიდან, ასევე ფილიალში ვიზიტით.