კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული მიმართულებით გეგმავენ.

პროექტის ფარგლებში, საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ხელმისაწვდომია ტექნოლოგიურ სარჩევში, ან განახორციელონ მრავალკომპონენტიანი “მწვანე” პროექტები და ფინანსურ რესურსთან ერთად მიიღონ უფასო პროფესიონალური კონსულტაციები


GEFF საქართველოში შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) და მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMF).
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული მიმართულებით გეგმავენ.