სავალუტო გაცვლითი ოპერაციების (კონვერტაციების) წარმოებისას პროკრედიტ ბანკი კლიენტებთან ურთიერთობაში წარმოადგენს „პრინციპალს“ და შესაბამისად, საკუთარი რისკით სთავაზობს მათ მომსახურებას.

  • სტანდარტული გაცვლითი კურსი - განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის და მოქმედებს 2000 აშშ დოლარამდე (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) თანხის კონვერტაციისას

  • შეღავათიანი გაცვლითი კურსი - ავტომატურად მოქმედებს იურიდიული პირების მიერ 2000 აშშ დოლარზე (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ზევით თანხის კონვერტაციისას

  • სპეციალური სავალუტო კურსი - ხელმისაწვდომია ბანკის ფიზიკურ პირი კლიენტებისთვის და განსხვავდება სტანდარტული და შეღავათიანი კურსებისგან

  • ინდივიდუალური გაცვლითი კურსი - დამოკიდებულია კონვერტაციების მოცულობასა და გაწეულ სავალუტო რისკზე. ნებისმიერ კლიენტს, რომელიც ახორციელებს წლიურ 200 000 აშშ დოლარზე (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) მეტ სავალუტო გაცვლით ოპერაციას, შეუძლია მიმართოს ბანკს ინდივიდუალური კურსის მოთხოვნით.

    სავალუტო გაცვლითი ოპერაციებით მომსახურების წესები და პირობები