EU4BUSINESS - EBRD - ᲡᲐᲙᲠᲔᲓᲘᲢᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

  • მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად
  • ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი ინიციატივა
  • შესაძლებლობა, დაიბრუნო განხორციელებული ინვესტიციის 15%-მდე
image

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘ

ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲔ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡ 15%-ᲛᲓᲔ

პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია დაიბრუნებს სესხის თანხის 15%-მდე საინცესტიციო სტიმულის სახით რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


slide-image

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲓᲔᲑᲐ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲨᲘ

slide-image

ᲕᲘᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲗ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ?

  • მიკრო, მცირე ან საშუალო ზომის ბიზნესი  
  • კომპანიები / ბიზნესები, რომლებიც არიან რეგისტრირებული საქართველოში, ოპერირებენ საქართველოში და აქვთ ბიზნესის მინიმუმ 51 % კერძო საკუთრებაში. 
  • ბიზნესები, რომელთაც დასაქმებული ჰყავთ არაუმეტეს  250 თანამშრომელისა და წლიური ბრუნვა არ აღემატება €50 მილიონს 
  • ბიზნესები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრედიტორულ და გარემოსდაცვით/რეგულაციურ პირობებს
slide-image

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

რა შემთხვევაში ბრუნდება ინვესტიციის 15% უკან?

პროექტის დასრულების შემდეგ, მოხდება დანერგვის პროცედურის გადამოწმება, რომლიც წარმატების გავლის შემდეგ, კომპანია დაიბრუნებს სესხის თანხის 15%-მდე

განსაზღვრულია თუ არა ინდუსტრიები, ვისთვისაც ხელმისაწვდომია დაფინანსება?

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელშიც დასაქმებულია არაუმეტეს 249 ადამიანისა და სურს დაიფინანსოს ინვესიტიცია ძირითად საშუალებებში.

რა ტიპის საკომისიოები იქნება დასაფარი კლიენტის მხრიდან?

კლიენტმა უნდა დაფაროს შემდეგი ტიპის საკომისიოები: სესხის გაცემის საკომისიო, თანხის განაღდების საკომისიო, უძრავი ქონების იპოთეკის რეგისტრაციისა და გაუქმების საკომისიო.

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, რა სხვა სარგებელი აქვს ბიზნესს?

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა ბიზნესი პროექტის დაფინანსების შემთხვევაში ასევე იღებს ტექნიკური მხარდაჭერას, საკონსულტაციო მომსახურებას, EU და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ინსტრუქციებს. 

EU4Business - EBRD - საკრედიტო პროგრამა