ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲑᲐᲠᲐᲗᲘ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

თქვენი ბიზნესისთვის, პროკრედიტში ისარგებლებთ Visa Business Platinum  პრემიუმ ბარათით. 

ბარათი აერთიანებს ბიზნესის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მოქნილ მართვას, სამოგზაურო პრივილეგიებსა და სპეციალურ შეთავაზებებს  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

image

ᲠᲔᲙᲝᲛᲔᲜᲓᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲡᲐᲑᲐᲠᲐᲗᲔ ᲢᲠᲐᲜᲖᲐᲥᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡᲐᲡ

აირჩიეთ ლარი, თუ ტრანზაქცია სრულდება საქართველოში

ლარში არსებული ძირითადი ანგარიშიდან აშშ დოლარსა და ევროში სასურველი ტრანზაქციის შესრულებისას, მათ შორის განაღდება, შესყიდვა, ან პროკრედიტ ბანკის ბანკომატებით თანხის შეტანისას კონვერტაცია ბანკის კომერციული კურსით ხდება; სხვა ნებისმიერ ვალუტაში - კონვერტაცია ხორციელდება თავდაპირველად აშშ დოლარში, ბანკის კომერციული კურსით, ხოლო, შემდეგ სხვა ვალუტაში საერთაშორისო საგადახდო სისტემის (ვიზა/მასტერქარდის) კურსით;

! გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიები და უცხოური ვებ-გვერდები, რომლებიც პროდუქციის/მომსახურების საფასურს გვთავაზობენ ლარში, მაგრამ ანგარიშსწორება ხდება მათი მომსახურე უცხოური ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით და ტრანზაქცია მუშავდება ევროში/დოლარში რეგისტრაციის ზონის შესაბამისად.

აირჩიეთ ევრო,თუ ტრანზაქცია სრულდება ევროზონაში

ევროში არსებული ძირითადი ანგარიშიდან ლარსა და აშშ დოლარში თანხის განაღდების და შესყიდვის ოპერაციის შესრულებისას, კონვერტაცია ბანკის კომერციული კურსით ხდება, ხოლო სხვა ნებისმიერ ვალუტაში - კონვერტაცია თავდაპირველად ხდევა ევროდან აშშ დოლარში, ბანკის კომერციული კურსით, ხოლო აშშ დოლარიდან სხვა ვალუტაში საგადახდო სისტემის (ვიზა/მასტერქარდის) კურსით;

აირჩიეთ აშშ დოლარი, თუ ტრანზაქცია სრულდება სხვა ნებისმიერ ტერიტორიაზე.

აშშ დოლარში არსებული ძირითადი ანგარიშიდან ლარსა და ევროში თანხის განაღდებისა და შესყიდვის ოპერაციის შესრულებისას, კონვერტაცია ხდება ბანკის კომერციული კურსით, ხოლო სხვა ნებისმიერ ვალუტაში - საგადახდო სისტემის (ვიზა/მასტერქარდის) კურსით.

ᲡᲐᲓᲔᲞᲝᲖᲘᲢᲝ ᲑᲐᲠᲐᲗᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲖᲔ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲗᲐᲕᲡᲔᲑᲚᲐᲓ

ბარათის უპირატესობები თქვენი ბიზნესისთვის:

  • კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა 24/7 უნივერსალური ბანკომატით

  • მე-3 პირის მიერ თანხის შეტანის შესაძლებლობა თქვენი კომპანიის ანგარიშზე
image

3D უსაფრთხოება

პროკრედიტ ბანკი VISA და MasterCard-თან ერთად, ონლაინ შესყიდვისას დამატებითი უსაფრთხოებისათვის, გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სერვისს - 3D უსაფრთხოებას (ThreeDomainSecure).

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

რა არის 3D უსაფრთხოება?

საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა შეიმუშავეს სერვისი, რომელიც VISA-ს შემთხვევაში ცნობილია “Verifiedby VISA”-ს სახელით, ხოლო MasterCard-ის შემთხვევაში“MasterCard SecureCode”-ს სახელით.

 

აღნიშნული სერვისი ბარათით განხორციელებულ იონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად ითხოვს 3D კოდს, უნიკალურ ონლაინ იდენტიფიკატორს, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ონლაინ შესყიდვისას.

ბარათით განხორცილებული ონლაინ შესყიდვის დადასტურება ყოველ ჯერზე დინამიურად გენერირებული ერთჯერადი 3D კოდის საშუალებით მოხდება, რომელიც უშუალოდ ონლიან შესყიდვის მომენტში გენერირდება და სმს-ის სახით გაიგზავნება ბარათით მოსარბეგლის მობილური ტელეფონის ნომერზე. 3D კოდი ვალიდურია მხოლოდ მოცემული ტრანზაქციისათვის.

3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა სავალდებულოა იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს “Verifiedby VISA” და“MasterCardSecureCode” სტატუსი. აღნიშნული ვებ-გვერდების ამოცნობა მთავარ გვერდზე განთავსებული “Verifiedby VISA”-ს და“MasterCard SecureCode” -სლოგოტიპებით არის შესაძლებელი.

რა უპირატესობები აქვს 3D უსაფრთხოებას?

  • დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვისას ბარათის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან
  • ბარათის მფლობელს არ სჭირდება 3D უსაფრთხოების გამოყენებისათვის სპეციალური მოწყობილობა ან/და პროგრამა
  • 3D კოდი სმს-ით იგზავნება უშუალოდ ბარათით მოსარგებლის მობილურ ტელეფონის ნომერზე
  • ვებ-გვერდზე ბარათით შესყიდვის დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, ვისთვისაც ცნობილია 3D კოდი
  • ვებ-გვერდის მფლობელისთვის უცნობია თქვენი 3D კოდი.

როგორ ისარგებლოთ 3D კოდით?

3D კოდის მიღების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ონლაინ შესყიდვის განხორციელებამდე, წინასწარ, უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ მოხდეს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის ბანკში რეგისტრირება. აღნიშნული შესაძლებელია, როგორც ბანკის ფილიალში ვიზიტისას, ასევე დამოუკიდებლად, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით:

  • მენიუდან “ჩემი პროფილი“, შემდეგ „პერსონალური ინფორმაცია“, ვირჩევთ „ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის“ და ვუთითებთ მობილური ტელეფონის ნომერს.

„ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის“ რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ერთხელ, რომელზედაც მოხდება დინამიურად გენერირებული კოდის გამოგზავნა სმს-ის სახით ყოველი ონლაინ შესყიდვის დასადასტურებლად.

როგორ სრულდება ონლიაინ შესყიდვა 3D დინამიური კოდის გამოყენებით

  • "Verifiedby VISA”-სდა"MasterCard SecureCode”-ს სტატუსის მქონე ვებ-გვერდზე აირჩიეთ სასურველი პროდუქცია ან მომსახურება
  • გადადით შესყიდვის გვერდზე
  • ბარათის ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ, მოხდება ავტომატური გადამისამართება ვებ-გვერდზე (იხილეთ "Verified by VISA”-ს და "MasterCard SecureCode მაგალითი), სადაც შესაბამის ველში უნდა დააფიქსიროთ 3 კოდი, რომელიც ბანკში წინასწარ რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე იგზავნება.

ბიზნეს ბარათი