ᲡᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲠᲞᲝᲠᲐᲪᲘᲐ

პროგრამის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა და განვითარება.

image

ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲘᲡ ᲘᲜᲓᲣᲡᲢᲠᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲠᲐᲜᲢᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲝᲜᲔᲜᲢᲘ

პროგრამის ინდუსტრიები: სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები; ტურისტული სერვისები; აგრო ტურისტული ინდუსტრია; ეკო ტურისტული ინდუსტრია.

გრანტის კომპონენტი:

  • მწვანე კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • გაციფრულების კომპონენტი - ხარჯის 50% არაუმეტეს 70 000 ლარის ოდენობით;
  • კვლევა და განვითარების კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით;
  • მაღალმთიანი კომპონენტი - ხარჯის 10% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი - 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით



slide-image

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ

  • ბიზნესის დიაგნოსტიკას;
  • სესხის გარანტიას;
  • სესხის პროცენტის სუბსიდირებას

პროცენტის 5 წლამდე ვადით სრული სუბსიდირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ ხართ:

  • ქალი მეწარმე
  • თქვენი ბიზნეს საქმიანობა მაღალმთიან რეგიონთან არის დაკავშირებული
  • პროგრამა „მზის კარის“ ბენეფიციარი
  • ახლა იწყებთ ბიზნესს
slide-image

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ

 

EU4Business - EBRD - საკრედიტო პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად

 

  • დაიბრუნდე სესხის თანხის 10-15%-მდე EU4BUSINESS-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში
  • პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინვესტიციები ძირითად საშუალებებში
  • საკრედიტო პროგრამა არის ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ინიციატივა
image

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

ვის შეუძლია ისარგებლოს აწარმოე საქართველოში პროგრამით?

პროგრამის უპირატესობებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს.

როგორ ხდება სესხის თანხის 10-15%-მდე დაბრუნება EU4BUSINESS-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში

პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია მიიღებს სესხის მოცულობის 10-15%-იან გრანტს რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში